воскресенье, 16 июля 2017 г.

კურსის რეფლექსია

   დავასრულეთ კურსის რეფლექსია,რომელმაც საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს.განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის სქემა. შევარჩიეთ სტანდარტები და მოვარეგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს.
  შევიმუშავეთ და ფორმურილება გავუკეთეთ საკვანძო კითხვებს.
განვიხილეთ შეფასებები.ვისაუბრეთ საძიებელ სისტემაზე,წყაროს სანდოობაზე,ვებგვერდის ჩანიშვნაზე,სპეციალურ საძიებო რესურსებზე,ინტერნეტკავშირებზე მსოფლიოსთან,კერძოდ,ელფოსტაზე.ვისწავლეთ წერილების გაგზავნა ფაილების მიბმით.
შევისწავლეთ დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა,გაზიარება და რედაქტირება;ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.შევქმენით ელ.პორტფოლიო.ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე,თემიდან გამომდინარე შევქმენით შეფასების ფორმები,ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებაზე,გავაზიარეთ ბლოგზე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი,
   ტრენინგის დასკვნით დღეს მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია და შევაფასეთ კოლეგების ნაშრომები.
  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ტრენინგი იმ კუთხით,რომ შევქმენი სასწავლო პროექტი ,რომელსაც გავახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან.ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია მომეხმარება სასწავლო პროექტის შექმნაში.
  შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის უნარები,რაც გამომადგება
სასწავლო პროექტის დაგეგმვაში და ეფექტური დამხმარე ინტერაქტიულ მასალის შექმნაში.
  ტრენინგი ორგანიზებული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,რომელსაც უძღვებოდა ბ-ნი ავთანდილ ცნობილაძე,რომელმაც  მიუხედავად  ჩემი არასრულფასოვანი გამოცდილების მიუხედავად,შეძლო დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა,რისთვისაც უღრმესი მადლობა მას.
  

2 комментария:

  1. ძალია საინტერესო პროექტია .მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს სწორი ქართულით მეტყველებას. წარმატებებს გისურვებთ.

    ОтветитьУдалить
  2. შორენა, ვნახე შენი პოექტი ,ძალიან მომეწონა.გისურვებთ წარმატებებს!

    ОтветитьУдалить