воскресенье, 16 июля 2017 г.

კურსის რეფლექსია

   დავასრულეთ კურსის რეფლექსია,რომელმაც საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს.განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის სქემა. შევარჩიეთ სტანდარტები და მოვარეგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს.
  შევიმუშავეთ და ფორმურილება გავუკეთეთ საკვანძო კითხვებს.
განვიხილეთ შეფასებები.ვისაუბრეთ საძიებელ სისტემაზე,წყაროს სანდოობაზე,ვებგვერდის ჩანიშვნაზე,სპეციალურ საძიებო რესურსებზე,ინტერნეტკავშირებზე მსოფლიოსთან,კერძოდ,ელფოსტაზე.ვისწავლეთ წერილების გაგზავნა ფაილების მიბმით.
შევისწავლეთ დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა,გაზიარება და რედაქტირება;ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.შევქმენით ელ.პორტფოლიო.ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე,თემიდან გამომდინარე შევქმენით შეფასების ფორმები,ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებაზე,გავაზიარეთ ბლოგზე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი,
   ტრენინგის დასკვნით დღეს მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია და შევაფასეთ კოლეგების ნაშრომები.
  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ტრენინგი იმ კუთხით,რომ შევქმენი სასწავლო პროექტი ,რომელსაც გავახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან.ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია მომეხმარება სასწავლო პროექტის შექმნაში.
  შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის უნარები,რაც გამომადგება
სასწავლო პროექტის დაგეგმვაში და ეფექტური დამხმარე ინტერაქტიულ მასალის შექმნაში.
  ტრენინგი ორგანიზებული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,რომელსაც უძღვებოდა ბ-ნი ავთანდილ ცნობილაძე,რომელმაც  მიუხედავად  ჩემი არასრულფასოვანი გამოცდილების მიუხედავად,შეძლო დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა,რისთვისაც უღრმესი მადლობა მას.
  

пятница, 14 июля 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

მე-8დღეც საინტერესოდ წარიმართა.ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე..ვნახეთ შეფასების ჩეკლისტები.ჩვენი თემიდან გამომდინარე  შევქმენით შეფასების ფორმები.ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებაზე.განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსები.ვნახეთ მასალებიელ.სახელმძღვანელოში.გავაზიარე ბლოგზე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი.

ინტელის პროექტი

მოსწავლის ნაშრომი

среда, 12 июля 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო. განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები..ვნახეთ სხვისი რესურსები.შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო. ვისაუბრეთ გაჯეტის ჩასმის შესახებ.
ვისაუბრეთ ფერის,ზომის,შრიფტის შეცვლის შესახებ.

пятница, 7 июля 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელმა ტრენინგმაც წარმატებით ჩაიარა.შევისწავლეთ ვებ-2 ტექნოლოგიების ინსტრუმენტები.თარგმნის პროგრამაში მუშაობა.დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა,გაზიარება, რედაქტირება,ერთობლივი კოლაბორაციისათვის.კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება.იუთუბიდან ვიდეობის გადმოწერა და გაზიარება გუგლზე სოც.ქსელში,ასევე კალენდრის გამოყენება და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.ე.ი. გავეცანით ბლოგის და დამატებით შესაძლებლობებს.

პრეზენტაციის შექმნა

среда, 5 июля 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე, მიუხედავად დაღლილობისა იყო საინტერესო.შევამოწმეთ პრეზენტაციები,დავადგინეთ წინარე ცოდნის შემოწმების ფორმები.ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებისა და საავტორო უფლებების ეთიკური ნორმების დაცვაზე,წყაროს ციტირებაზე.გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონზე.ვისაუბრეთ საძიებელ სისტემაზე,წყაროს სანდოობაზე,ვებგვერდის ჩანიშვნაზე.განვიხილეთ სპეციალური საძიებო რესურსებზე,ინტერნეტკავშირზე მსოფლიოსთან,კერძოდ ელფოსტაზე.ოლაინჩარტებზე.ვისწავლეთ წერილების გაგაზავნა ფაილების მიბმით.განვიხილეთ რუკები და + გუგლი.

среда, 28 июня 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

 მესამე დღეც იყო ნაყოფიერი.ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.შევარჩიეთ სტანდარტები და მოვარგეთ ჩვენ სასწავლო პროექტს.ჩამოვაყალიბეთ მიზნები.
ვიმუშავეთ გაზეთის შაბლონზე.

воскресенье, 25 июня 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

   დღე იყო ნაყოფიერი.პირველ ეტაპზე განვიხილეთ სილაბუსები,შევქმენით ელექტრონული საქაღალდე,განვიხილიეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევისწავლეთ თუ სად უნდა ჩავალაგოთ თითოეული მათგანი.
   გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს და ვნახეთ სხვისი შექმნილი პროექტები.განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურტად დაგეგმვის სქემა,ზოგადად ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვაძო საკითხების ფორმულირებაზე.ერთხელ კიდევ გავიმეორეთ და გამოდის ხელახლა შევისწავლეთ,თუ როგორ უნდა ჩავსვათ სურათები.გავიმეორეთ სურათების გადაგზა-გადმოგზავნა,წერილები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  იმედია,შემდეგი ეტაპები უფრო და უფრო საინტერესო იქნება!

пятница, 31 марта 2017 г.

გზა ჯანმრთელობისაკენ


პროექტის სახელწოდება
გზა ჯამრთელობისაკენ-ველოსიპედი
პროექტის მთავარი იდეა
ჯანსაღი ცხოვრების წესის ათვისება
პროექტის აქტუალობა
გამომდინარე იქიდან,რომ მოზარდი თაობა სარგებლობს საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით,ისინი ნაკლებად იყენებენ ველოსიპედს,როგორც გადაადგილების საშუალებას.მიუხედავად იმისა,რომ ამისთვის ქალაქში არსებობს სპეციალური გზასავალი,რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი  სკოლის მოსწავლებლები არ იყენებენ, არადა ვერ ხვდებიან,რომ პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელ კომპონეტს წარმოადგენს სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესი.  

суббота, 25 марта 2017 г.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"



გაკვეთილის თემა
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება „ (საბა იშხნელისა და აშოტ კურაპალატის შეხვედრის ეპიზოდი)
სწავლების საფეხური
მე-9 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებისათვის ცნობილი გახდება მე- 9 საუკუნეში როგორ ჰქონდა ხელთ მართვის სადავეები სასულიერო პირებს.ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ თუ რა დამოკიდებულება იყო სასულიერო და საერო პირებს შორის,კერძოდ სასულიერო პირები მეფესაც კი უპირისპირდებოდნენ.ეს ეპიზოდი დაეხმარებათ აშოტ კურაპალატის სამიჯნურო ეპიზოდის უკეთ გარკვევაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლები  შეძლებენ მონაწილეობის მიღებას საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებენ თავისივე აზრს;
მსჯელობენ არგუმენტირებულად,გამოაქვთ ადეკვატური დასკვნები.