пятница, 31 марта 2017 г.

გზა ჯანმრთელობისაკენ


პროექტის სახელწოდება
გზა ჯამრთელობისაკენ-ველოსიპედი
პროექტის მთავარი იდეა
ჯანსაღი ცხოვრების წესის ათვისება
პროექტის აქტუალობა
გამომდინარე იქიდან,რომ მოზარდი თაობა სარგებლობს საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით,ისინი ნაკლებად იყენებენ ველოსიპედს,როგორც გადაადგილების საშუალებას.მიუხედავად იმისა,რომ ამისთვის ქალაქში არსებობს სპეციალური გზასავალი,რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი  სკოლის მოსწავლებლები არ იყენებენ, არადა ვერ ხვდებიან,რომ პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელ კომპონეტს წარმოადგენს სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესი.  
პროექტის მიზნები
მოსწავლეები გააცნობიერებენ ჯასაღი ცხოვრების მნიშვნელობას,კერძოდ იმას,რომ მოძრავი ცხოვრების წესი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე.
პროექტის მიზანია,მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია,იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.გაიაზრონ,თუ რა მნიშვნელობა აქვს ველოსიპედით სეირნობას ჯანმრთელობის შენარჩუნებაძე.
მონაწილეთა ასაკი
12-16
ვადები/ხანგრძლივობა
ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეგროვილი ინფორმაციით ქმნიან პლაკატებს,ბუკლეტებს, სლაიდებს,სადაც წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას და აცნობენ აუდიტორიას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი,ინტერნეტი,ჟურნალი,სამედიცინო ენციკლოპედია,თაბახის ფურცლები,ფერადი მარკერი,ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები)
I- ჯგუფი: ინფორმაციის მომზადება
II-ჯგუფი: ინტერვიუ ექიმთან
III- ჯგუფი: საზოგადოებრივი გამოკითხვა,კვლევა
IV- ჯგუფი: მომზადება სპორტული მარათონის
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
შორენა ნოვიკოვა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
arttemo777@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
shorenanovikova11blogspot.com.

Комментариев нет:

Отправить комментарий