გაკვეთილის თემა
|
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება „ (საბა იშხნელისა და აშოტ კურაპალატის შეხვედრის ეპიზოდი)
|
სწავლების საფეხური
|
მე-9 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
19
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებისათვის ცნობილი გახდება მე- 9 საუკუნეში როგორ ჰქონდა ხელთ მართვის სადავეები სასულიერო პირებს.ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ თუ რა დამოკიდებულება იყო სასულიერო და საერო პირებს შორის,კერძოდ სასულიერო პირები მეფესაც კი უპირისპირდებოდნენ.ეს ეპიზოდი დაეხმარებათ აშოტ კურაპალატის სამიჯნურო ეპიზოდის უკეთ გარკვევაში.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებენ თავისივე აზრს;
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან იმდროინდელი საერო და სასულიერო პირთა შორის ურთიერთობის შესახებ,თუ რა პოზიცია უჭირავს მეფეს ამ საკითხის მიმართ.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ქართული ენა და ლიტერატურა,მე-9კლასი,ავტორი ვ. როდონაია. პროექტორი, ლეპტოპი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები-2 წთ.
.A ფაზა (გამოწვევა) 6 წთ.
მასწავლებელი ხსნის სლაიდს ,აჩვენებს ხანძთის ვიზუალურ მასალას და შემდეგ სვამს კითხვებს:
ა) მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,გაიხსენონ ეპიზოდები,რომლებშიც გამოიკვეთება სასულიერო და საერო ფენების წარმომადგენელთა ურთიერთდამოკიდებულება.
ბ) მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,გაიხსენონ რას ამბობს გიორგი მერჩულე „ჭეშმარიტ მონაზონთა“ ცხოვრების წესსა და შეხედულებებზე.
B ფაზა (ცოდნის კოპნსტრუირება)
აქტივობა 1 დისკუსია კომენტირებული კითხვა.მოსწავლეები ეცნობიან მხატვრულ ტექსტს. 16 წთ.
აქტივობა 2 დისკუსია 18 წთ.
ა) მას შემდეგ,რაც მოსწავლეები დაასახელებენ ეპიზოდებს ტექსტიდან,გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით;ადარებენ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ასახულ ურთიერთობას „ შუშანიკის წამებაში“წარმოდგენილ მდგომარეობას.
ბ) მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს საკითხზე:როგორ უნდა მოიქცეს ბერი თუ მას არ სურს დაემორჩილოს მეფის ნებას.
მოსწავლეები გაანალიზებენ ეპიზოდს.შეაფასებენ საბა იშხნელის ქმედებას.იმსჯელებენ,მართებულად მიაჩნიათ თუ არა იგი.განიხილავენ საბა იშხნელის არგუმენტებს.
C ფაზა ( გამთლიანება)
ტექსტის შესაჯამებელი მაღალი დონის კითხვები
შეფასება 5 წთ.
დავალერბა 2 წთ.
|
суббота, 25 марта 2017 г.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий