пятница, 31 марта 2017 г.

გზა ჯანმრთელობისაკენ


პროექტის სახელწოდება
გზა ჯამრთელობისაკენ-ველოსიპედი
პროექტის მთავარი იდეა
ჯანსაღი ცხოვრების წესის ათვისება
პროექტის აქტუალობა
გამომდინარე იქიდან,რომ მოზარდი თაობა სარგებლობს საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით,ისინი ნაკლებად იყენებენ ველოსიპედს,როგორც გადაადგილების საშუალებას.მიუხედავად იმისა,რომ ამისთვის ქალაქში არსებობს სპეციალური გზასავალი,რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი  სკოლის მოსწავლებლები არ იყენებენ, არადა ვერ ხვდებიან,რომ პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელ კომპონეტს წარმოადგენს სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესი.  

суббота, 25 марта 2017 г.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"



გაკვეთილის თემა
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება „ (საბა იშხნელისა და აშოტ კურაპალატის შეხვედრის ეპიზოდი)
სწავლების საფეხური
მე-9 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებისათვის ცნობილი გახდება მე- 9 საუკუნეში როგორ ჰქონდა ხელთ მართვის სადავეები სასულიერო პირებს.ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ თუ რა დამოკიდებულება იყო სასულიერო და საერო პირებს შორის,კერძოდ სასულიერო პირები მეფესაც კი უპირისპირდებოდნენ.ეს ეპიზოდი დაეხმარებათ აშოტ კურაპალატის სამიჯნურო ეპიზოდის უკეთ გარკვევაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლები  შეძლებენ მონაწილეობის მიღებას საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებენ თავისივე აზრს;
მსჯელობენ არგუმენტირებულად,გამოაქვთ ადეკვატური დასკვნები.